დუშეთი-გრემისხევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მეწყერმა ჩახერგა. 10-ზე მეტი სოფელი და 350 ოჯახი ამ დროისთვის გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
"ეს მოძრავი მეწყერია და თითქმის ყველა წვიმის შემდეგ აქტიურდება. წუხელაც ძლიერი წვიმა იყო. მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამჟამად იქ ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია. ახლა ვგზავნით მძიმე ტექნიკას. მიწის დიდი მასაა ჩამოსული. გზის გაწმენდითი სამუშაოები სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში დასრულდება და ავტომანქანების მოძრაობაც აღდგება," - განაცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მცხეთა - მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი ამირხანშვილმა.
დუშეთი-გრემისხევის გზით 10 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც გრემისხევის თემის სოფლებს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს აკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები