დღეს, 30 მაისს, 20:00 საათზე, ვისოლ ჯგუფი სამტრედიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს სასწავლო წლის დასრულებას "მგზავრების" კონცერტით მიულოცავს და "ბოლო ზარის" სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის. "მგზავრების" კონცერტი სამტრედიაში დედის ძეგლთან გაიმართება.
"გვინდა სამტრედიის ახალგაზრდებს სასწავლო წლის დასრულება მივულოცოთ და ავუსრულოთ სურვილი - პოპულარული ქართული ჯგუფი "მგზავრები" საკუთარ ქალაქში იხილონ. ზოგმა მათგანმა სწავლა უკვე დაასრულა და ზოგიც უახლოეს დღეებში მორჩება სწავლას. ვისოლ ჯგუფი სპორტული პროექტებით მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნავს, დღევანდელი კონცერტით კი გვსურს ახალგაზრდებს სადღესასწაულო განწყობა შევუქმნათ, რადგან "მგზავრების" კონცერტი სამტრედიაში პირველად იმართება", - აცხადებს ვისოლ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.