გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილ;ი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მხოლოდ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და მის ,,ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების შესახებ არ უმსჯელიათ.
,,საუბარი გვქონდა გუშინდელ ფაქთან დაკავშირებით. ბატონ ბიძინას აინტერესებდა ინფორმაცია მიეღო რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და მართალი გითხრათ გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა რაიმე საფრთხე დაემუქროს ეროვნული გამოცდების ჩატარებას", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას მიმინოშვილის ,,ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების შესახებ არ უსაუბრიათ.
"ასეთი საუბარი ნამდვილად არ ყოფილა ვისაუბრეთ მხოლოდ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით", _ განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ცნობისთის, მაია მიმინოშვილი ,,ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად სამინისტრომ მაია მიმონოშვილისა და სამინისტროს პრინციპული შუთავსებლობა დაასახელა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".