ვისოლ ჯგუფი სამტრედიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს სასწავლო წლის დასრულებას „მგზავრების" კონცერტით მიულოცავს და „ბოლო ზარის" სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის. „მგზავრების" კონცერტი 30 მაისს 20:00 საათზე სამტრედიაში დედის ძეგლთან გაიმართება.
„გვინდა სამტრედიის ახალგაზრდებს სასწავლო წლის დასრულება მივულოცოთ და ავუსრულოთ სურვილი პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები" საკუთარ ქალაქში იხილონ. ზოგმა მათგანმა სწავლა უკვე დაასრულა და ზოგიც უახლოეს დღეებში მორჩება სწავლას. ვისოლ ჯგუფი სპორტული პროექტებით მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნავს, დღევანდელი კონცერტით კი გვსურს ახალგაზრდებს სადღესასწაულო განწყობა შევუქმნათ, რადგან „მგზავრების" კონცერტი სამტრედიაში პირველად იმართება." აცხადებს ვისოლ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები" სამტრედიის ახალგაზრდებისათვის ყველაზე საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებს და დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს.
ვისოლ ჯგუფი იმერეთის რეგიონში ინტენსიურად ახორციელებს სოციალურ ინვესტიციას და ეწევა ქველმოქმედებას საზოგადოების კეთილდღეობისათვის. სამტრედიის რეგიონში დღესდღეობით ვისოლ ჯგუფი არა მხოლოდ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსახლეობაზე ზრუნავს და მათ უფასო დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს, არამედ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციას ეწევა და ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმის რეაბილიტაციაზეც ზრუნავს. ვისოლ ჯგუფი სამტრედიაში ყველაზე დიდ სახმელეთო ნავთობტერმინალს ფლობს და წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებში.