მაია მიმინოშვილის ძმა ზაზა მიმინოშვილი ამბობს, რომ თავად არის მისი დის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. ზაზა მიმინოშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ მაიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი არის მისი სატელეფონო ზარი.
"მე მაია ფანჯიკიძეს მივულოცე 26 მაისი და გამოვთქვი სურვილი 27 მაისს მანდ ყოფნისა. ვუსურვე, რომ ყველაფერი ისე მომხდარიყო როგორც საქართველოს სჭირდებოდა. მინდოდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოსულიყო. საოცარი სურვილით ვიქნებოდი მათ გვერდზე და ყოველთვის ვიყავი კიდეც. მეჩვენება, რომ თუ რამე უცნაური შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ ზარს, ზუსტად ეს იყო. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ „ღია ეთერში" ვლაპარაკობდი. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელშიც დას და ძმას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა ჰქონდეთ. ძალიან ანერვიულებული ვარ, არ შეიძლება ასეთი სახემწიფო რომ გვაქვს", - განაცხადა ზაზა მიმინოშვილმა.