ბიძინა ივანიშვილი ხალხს ისეთ დაპირებებს არ აძლევს, რომელსაც ვერ შეასრულებს. აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
,,ბიძინა ივანიშვილი არ იძლევა იმ დაპირებებს, რომლის შესრულებასაც ხვალ შეიძლება სირთულეები შეხვდეს. ეს მისი მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ნათქვამი სრულიად ახალი სიტყვაა. დღემდე ნებისმიერი ხელისუფალი და მათ შორის ნებისმიერი ოპოზიციური ძალა წინასაარჩევნოდ ისეთ დაპირებებს იძლეოდა, რომლის განხორციელების მექნიზმები შემუშავებული არ ჰქონდა. ამიტომ ასეთი ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საფრთხეები გაცილებით მაღალია, რადგან როდესაც მოდიხარ ძალიან მაღალი ნდობით, დაპირებებით და როცა ამ დაპირებებს ვეღარ ასრულებ ასეთ შემთხვევაში დიდია იმედგაცრუება", _ განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე განცხადებით, ივანიშვილმა კარგად იცის ბიზნესში შეუსრულებელი დაპირების ფასი და პოლიტიკაშიც სწორედ ამ მეთოდით მოქმედებს.
,,ბიზნესიდან მოსულ ივანიშვილს ზედმეტი სიფრთხილე სწორედ იმის გამო ახასიათებს, რომ მან კარგად იცის ბიზნესში შეუსრულებელი დაპირების ფასი. ივანიშვილმა იცის მისი მისამართით ნდობა იმდენად მაღალია, რომ ნებისმიერი შეუსრულებელი დაპირება მას შეიძლება კატასტროფად ექცეს.