,,ერთი რაც შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან მოკლე შეფასება არის ის, რომ არჩევნებამდე ოთხთვენახევრით ადრე თბილისმა, ფაქტობრივად, თავისი ხელისუფება აირჩია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ,,ქართული ოცნების" მიერ გამართული მანიფესტაციის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ახლა ჯერი რეგიონებზეა.
,,ახლა ჯერი რეგიონებზეა როგორ არჩევნებს გააკეთებენ ისინი და როგორ არჩევანს გააკეთებენ რეგიონები ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ივანიშვილმა შექმნას რეგიონებში ისეთი საინფორმაციო ველი, როგორიც შექმნილია თბილისში და უნდა
გაარღვიოს ის საინფორმაციო ვაკუომი, რომელიც ნარჩუნდება რეგიონებში, რომ
რომ რეალურად ხალხამდე მიიტანოს ალტერნატიული ინფორმაცია და ჩანერგოს მათში საკუთარი თავის რწმენა", _ განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე განცხადებით, თბილისმა დღეს საკუთარი ძალა აჩვენა და თუ რეგიონებში ,,ქართული ოცნება' იგივე განწყობას შექმნის გაიმარჯვებს.
,,თბილისმა რაც აჩვენა ეს იყო ის, რომ მან საკუთარი ძალა დაინახა. ძალა იმისა, რომ შეუძლია შეცვალოს თავისი მომავალი და ძალა იმის, რომ მის არჩევანს რეალური შედეგი მოჰვება. თუ რეგიონებში "ქართული ოცნება" შეძლებს იგივე განწყობის შენარჩუნებას, შიშის გატეხვას და რაც მთავარია ამომრჩევლის დარწმუნებას საკუთარ შესაძლებლობებში და იმაში, რომ თავად ამომრჩეველს საკუთარი მომავლის შეცვლა შეუძლია. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი შეძლებს დასახული მიზმის მიღწევას და გამართჯვებას საპარლამეტო არჩევნებში', _ განცხადა ხათუნა ლაგაზიზემ, რომელმაც არნისნა, რომ ,,ქართულ ოცნებას" ამისთვის ბევრი სირთულის დაძლევა მოუწევს.
,,თუმცა ამისათვის, როგორც გითხარით, ძალიან რთული ბარიერია გადასალახი. ეს არის ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც ნარჩუნდება საქართველოს ყველა რეგიონში. საქართველო დღეს ორ დამოუკიდებელ საინფორმაციო სივრცედ იყოფა. ერთი ეს არის თბილისი მეორე არის რეგიონები. რეგიონების დაახლოებით 30 % -საც კი ალბათ, 20 % არ მიუწვდება ხელი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ყოველდღიურად იღებს თბილისის მოსახლეობის 80-90 %. ივანიშვილი თუ ამ რეალობის გარდატეხას შეძლებს მაშინ ის მისთვის სასურველ შედეგს დადებს არჩევნებზე".
შეგახსენებთ: თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების" მიერ წინასარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია გაიმართა.