ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებოდი, მაგრამ აქციაზე მოსული ადამიანების რაოდენობამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ -ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, აქციაზე წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი მოვიდა - "ეს უკვე ნიშნავს ერთ რამეს, რომ საქარველოს მოსახლეობას გადაწყვიტა უარი თქვას ავტორიტარულ რეჟიმზე, ერთპიროვნულ რეჟიმზე, უარი თქვას არაადეკვატურ ლიდერზე და უნდა რომ ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს ცხოვრება".
"ოდნავ მაინც თავმოყვარე ხელისუფლება, დღეს უბრალოდ გაკეთებდა განაცხადს საკუთარი გადადგომის შესახებ. ბუნებრივია ჩვენ ამას არ ველოდებით და ჩვენ ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ ოქტომბერში", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სუბარი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს: "ამდენი ადამიანი არც ერთ მიტინგზე არ მინახავს, ყველა მიტინგის მონაწილე ვარ რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში გამართულა საბჭოთა კავშირის წინააღმდე გამართული აქციების დროიდან".
"ვიყავი ყველა მიტინგის დამკვირვებელი სახალხო დამცველის რანგში, რომელიც კი ბოლო პერიოდში 2007 -2008 წლებში ქვეყანაში გამართულა. ამის მიახლოებული ციფრი არ შეკრებილა არასოდეს", _ აცხადებს სუბარი.
მისივე თქმით, ხალხს არ სურს ხალხის ინტერესების გამყიდველი ხელისუფლება და ხალხი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლას და ქვეყნის გადარჩენას აპირებს.
"რაც შეეხება იმ საპროგრამო სიტყვას, რომელიც შედგა, უმთავრესი რაც უნდა გამოვყოთ არის ერთი რამ, რომ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს ყველა ქართველი მოქალაქისთვის, ყველა ადამიანისთვის ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და არა ერთი მუჭა ხროვისათვის რომელთაც ჰქონია, რომ საქართველო მათ საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში უნდა ჩაიწერონ", _ აცხადებს სუბარი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.