პოლიტილოგ რამაზ საყვარელიზის განცხადებით ,,ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციააზე დაახლოებით 200 000 ადამიანი იყო მისული, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" საყვარელიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვა იყო ის, რა ფორმითაც ნებისმიერმა პოლიტიკოსმა აუდიტორიას უნდა მიმართოს.
,,ივანიშვილის გამოსვლის ყველა თეზისი პრინციპში ნაცნობი იყო, თუმცა სიახლეებსაც შეიცავდა თავისი დაზუსტების თვალსაზრისით. ეს იყო სიტყვა, რომელიც დაახლოებით, 200 000 აუდიტორიას უნდა უთხრას პოლიტიკოსმა. ეს არის ხალხის რაოდენობის ის ვერსია, რომელიც მე მაქვს და რომელსაც ალბათ, სახელისუფლებო არხები შემისწორებენ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საყვარელიძემ.
მისივე განცხადებით, არსებობა საფრთხე, რომ წინასაარჩევო კამპანია სხვა პროცესებში გადაზრდილიყო.
,,დიდი საფრთხე არსებობდა იმისა, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, ერთი დაგეგმილი პროცესი მეორეში გადაზრდილიყო. სასაიამოვნოა, სწორედ ის ფაქტი, რომ მოვლენა, როგროც ჩაფიქრებული იყო, ვგულისხმობ, საარჩევო კამპანიის დაწყებას ზუდსტად ისე მოხდა, ისეთ განწყობის ფონზე განხორციელდა და ამას ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ივანიშვილის გამოსვლამაც.
შეგახსენებთ: თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების" მიერ წინასარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია გაიმართა.