პოლიტიკური მოძრაობა ‘'თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი 27 მაისს ისტორულ დღეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.
" ეს ისტორიული დღეა , დიდი ერთობა შედგა, ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ. "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად აცხადებს, რომ "ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე მოვალეობაა და არა მხოლოდ სურვილი", ბატონი ივანიშვილის გამოსვლის ყველა თეზისი და მოსაზრება სრულ თანხმობაშია სახალხო კრების, მისი აღმასრულებელი საბჭოს, "დემოკრატიული მოძრაობის" და "თეთრების" დეკლარირებულ პრინციპებთან. "ქუდზე კაცი" მამულისათვის, დემოკრატიისათვის, შიმშილის დამარცხებისა და ღირსეული მომავლისათვის!", - აცხადებს შაშიაშვილი.