,,სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა, რომ ,,სახალხო კრება" იქნება იქ სადაც ხალხს სჭირდება და შესაბამისად კრება ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას მხარდაჭერას უცხადებს.
,,ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ,,ქართულ ოცნებას" და ,,სახალხო კრების" წარმომადგენლები მივალთ აქციაზე და მხარდაჭერას გამოუცხადებთ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" და ჩვენს ხალხს. ,,სახალხო კრება" იქნება იქ სადაც ხალხს სჭირდება. დავესწრებით აქციას და შემდგომ წამოვალთ", _ განაცხადა ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ: ,,სახალხო კრება" ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას შეუერთდა.