კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა 27 მაისის მანიფესტაციისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის უკვე მოწყობილია სცენა და მიმდინარეობს სხვა ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშანავს, რომ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმის აპარატურის დასამონტაჟებლად გზის გადაკეტვა აუციელბელია, თუმცა პატრულის თანამშრომლები ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაემალნენ, რათა გზა არ გადაკეტონ.
,,ამ ტექნიკურ სამუშაოებში ჩართული დილის ოთხი საათიდან ვართ. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველაფერი ძალიან კვალიფიციურად კეთდება. პრაქტიკულად, პარლამენტის შენობამდე გვექნება ხმის და ასევე გამოსახულების მიწოდების შესაძლებლობა", _ აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ძიძიგური.
მისივე განცხადებით, ქართული ოცნების" წევრებს პატრულის თანამშრომლები შეგნებულად დაემალნენ.
,,ხელისუფლებას, რაც შეეხება მინდა გითხრათ, რომ პატრული ორგანიზებულად არის დამალული, საერთოდ არ ჩანს. ხელი გვეშლება უკვე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობით და პატრულის თანამშრომლები საერთოდ არ არიან კონტაქტზე", _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.