ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ ლეციცხვაიას მცხოვრებლებს შეხვდა. კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფლის მცოხვრებლებს კოალიციის სოფლის მეურნეობის, განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროეტები გააცნო. სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლა განათლების სამინისტრომ გასულ წელს ოპტიმიზაციის მოტივით დახურა, თუმცა პედაგოგები და მოსწავლებიი კვლავაც განაგრძლობენ ოფიციალურად დახურულ სკოლაში სიარულს. როგორც სკოლის ყოფილი დირექტორი ელგუჯა სულავა აცხადებს დიმიტრი შაშკინი ინფორმირებულია სოსფლის ამ პრობლემის შესახებ თუმცა, რეაგირებას ამ დრომდე არ ახდენს.
„ ეს არის ალბათ უპრეცედნეტო შემთხვევა მთელ მსოფლიოში, ეს არის პედაგოგების სამოქალაქო გმირობის მაგალითი, ჩვენი შილების მიმართ, როდესაც ოფიცილაურად დახურულ სკოლაში ისინი დადიან და ყოველგვარი ანაზღაურების გაერეშე ასწავლიან მომავალ თაობას. მე მივმართავ განათების მინისტროს, რომ კარგად შეისწავლოს ეს საკითხი და სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება შეცვალოს. აქ 80- ზე მეტი ბავში სწავლობს და მათი ბედის ანაბარა დატობევა დანაშუალია" - განაცხდა ირაკლი ალასანიამ.