სირცხვილია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, საქართველოში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იღუპება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის დატოვებამდე განუცხადა.
მისი შფასებით, ის, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა ხელისუფლების მხრიდან ბარბაროსულ ქმედებაა.
"26 მაისი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. ჩვენ კი გაგვიჩნდნენ ახალი გარდაცვლილები და ახალი სიმბოლოები. სირცხვილია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო იღუპება", - განაცხადა ივანიშვილმა.
" სამების საკათედრო ტაძარში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და პარაკლისი უკვე დასრულდა. პანაშვიდს "დემოკრატიული საქართველო-ერთიანი საქართველოსა" და "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებიც ესწრებიან. მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე და "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელი კახა კუკავა. ივანიშვილი სამების ტაძარში ოჯახთან ერთად მივიდა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან და "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან მივიდა და ხელი ჩამოართვა, რასაც ტაძარში მყოფი საზოგადოება ტაშით შეხვდა.