საქართველოში კვლავ იწვევს წუხილს ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ ცუდი მოპყრობისა და სტანდარტების სახიფათოდ შეუსაბამო პირობების შესახებ ზოგიერთ ციხეში, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერზე სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხდა.
"რჩება ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის სფეროში. მათ შორის აღინიშნება წუხილი სასამართლო ხელისუფლების მიერ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვასთან დაკავშირებით", _ აღნიშნავს ბასი.