აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები სამთავრობო კონტროლის მიღმა რჩება.
"სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები რჩება სამთავრობო კონტროლის მიღმა და შეღწევა ამ რეგიონებში უაღრესად შეზღუდულია. კვლავ ვიგებთ ინფორმაციას ამ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. მოუწოდებთ, უზრუნველყოფილი იყოს ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების შესვლა, რათა ჩვენ ყველამ შევძლოთ გამოვიკვლიოთ და ვუპასუხოთ იმ ძალადობას, რომელიც იქ ხდება", _ განაცხადა ჯონ ბასმა "ფეისბუკის" გვერდზე.