გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ღლონტი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან წინასწარ მიწისძვრის განსაზღვრა შეუძლებელია.
,,ასეთი რამ არ არსებობს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მეცნიერებაში არ არსებობს ის, რომ დროში განვსაზღვროთ მიწისძვრა როდის მოხდება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნუგზარ ღლონტმა.
შეგახსენებთ: ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ.