ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში ახალი არაფერია ნათქვამი.
როგორც დეპუტატმააღნიშნული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, მასში მოცემულ ყველა საკითხზე კიდევ უფრო დეტალურად, თავის ანგარიშში სახალხო დამცველი საუბრობს.
"ანუ არის რიგი საკითხები, რომელზეც დასკვნები უკვე არსებობს და არის საკითხები, რომელზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. სიახლე მასში არაფერია. საერთოდ აშშ-ს დეპარტამენტის დასკვნა რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იყოს რეაგირება, მაგრამ ცალკეულ საკითხებზე უკვე იყო მსჯელობა, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე სხვა მიმართულებით. მათ შორის სასამართლო რეფორმაზე და ა.შ."- აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება, აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის მიერ გამოთქმულ წუხილს ოპოზიციის შევიწროებასთან დაკავშირებით, ლაშა თორდია განმარტავს, რომ ყველა საკითხში სახელმწიფო დეპარტამენტს ვერ დაეთანხმება, რადგან მათ დაუზუსტებელი ინფორმაციენბი მიეწოდებათ ხოლმე.
"სახელწიფო დეპარტამენტის სტრუქტურა შედგება შემდეგნაირად - ანუ, ინფორმაციას იღებს შესაბამისი არასამთავრობო სექტორისგან, პარლამენტისგან, სახალხო დამცველისა და ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც მოღვაწეობს ადამიანის უფლებების მიმართულებეით. შესაბამისად, ზოგ ინფორმაციას ვერ დავეთანხმებით, მაგალითად, როგორიცაა პოლიტიკური პატიმრები საქართველოში, ოპოზიციის შევიწროება და ა.შ. რაზედაც სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა არასამტავრობო სექტორს", - განმარტა თორდიამ და დასძინა, რომ აშშ-ს დეპარტამენტის დასკვნა იმპერატიულად არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები დეპარტამენტმა თვითონ გამოიკვლია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად დასახელებულია, პატიმართა უფლებების დარღვევა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, სასამართლოს მიერ კანონის არათანაბარი გამოყენება, გაფიცვებში და საპროტესტო აქციებში არამართლზომიერი ჩარევა და ა.შ.
გუშინვე, აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აცხადებს, რომ "ამერიკის წუხილს იწვევს ის ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების შესახებ ვრცელდება".