კონტროლის პალატას 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვს. როგორც ცნობილია, პალატამ პარლამენტში საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, მოხსენება უკვე წადგინა. როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, მოხსენებაში განხილულ იქნა 2011 წლის განმავლობაში საბიუჯეტო სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები, აუდიტებისა და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და მათ გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
2011 წლის შესრულების ანგარიშში კონტროლის პალატამ რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინა, მათ შორის ფისკალური წლის ბოლოს არათანაბარზომიერი ხარჯვა,
საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლების მართვაში არსებული ხარვეზები, სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები. და ასევე საუბარია არაპირდაპირი გადასახადების ხვედრითი წილის ზრდაზე.
კონტროლის პალატის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს გადასახდელების დაგეგმვა, საგადასახადო შემოსავლების კლასიფიცირება, შესყიდვებიდან წარმოქმნილი ეკონომიების გამოყენება, სსიპ-ების „საკუთარი" შემოსავლების აღრიცხვა-ანგარიშგება, სახელმწიფო ქონების მართვის საკითხები დასაწარმოების პრივატიზაცია.