ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მიუხედავად, "ქართული ოცნების" გეგმები არ შეიცვლება და კოალიცია ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
"ქართული ოცნება იქნება იმავე რეჟიმში, რომელშიც დღეს გახლავთ. დღეს, მოგეხსენებათ, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, მაგრამ მას არ აკლია მხარდაჭერა და არც პოლიტიკური ბრძოლის ენთუზიაზმი. ამიტომ ყველაფერი გაგრძელდება არსებული გეგმით და კიდევ უფრო დაეცემა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი საერთაშორისო მასშტაბით", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ: "ქართული ოცნების" ლიდერი სთხოვს პრეზიდენტს, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი არ დაამტკიცოს.