ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს არა აქვს არანაირი მიზეზი საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს.
"გაითვალისწინებს, თუ არა გაითვალისწინებს სააკაშვილი ივანიშვილის მოთხოვნას, ეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით მისი პოლიტიკური რეიტინგის საკითხია. თუმცა სააკაშვილს არ აქვს იმის საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა არ გაითვალისწინოს, უბრალოდ, სხვა გზა კანონიერების ფარგლებში არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი უნდა იყოს აშკარად "დამრღვევი", ან სულგრძელობა იყოს იმისთვის, რომ მან სხვა საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოს და ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი", _ განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება მაღალი პოლიტიკური კლასის ნიშანია.
"ეს განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერის მხრიდან მაღალი პოლიტიკური კლასის ნიშანია, რადგან ეს იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციის რღვევის გარეშე მან გაითვალისწინოს ის რჩევები, რომელიც სააკაშვილის გუნდის გარემოცვიდან მოდიოდა და ივანიშვილმა მიმართოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნის შესახებ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ: "ქართული ოცნების" ლიდერი სთხოვს პრეზიდენტს, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი არ დაამტკიცოს.