საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, იგი "თელასის" გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც მან ბიძინა ივანიშვილის მიერ ,,თელასის,, ყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, ,,თელასის,, ყიდვე-გაყიდვის საკითხი წმინდა კომერციული მოლაპარაკებების საგანია.
"კერძო კომპანია რას გაყიდის და რას იყიდის ეს მისი გადაწყვეტილებაა. "რაოეესი" და "თელასი" აცხადებს, რომ არ გაყიდულა, თუ ვინმე აცხადებს, რომ გაიყიდა, მაშინ ეს მას ჰკითხეთ. ვინ რას იყიდის და გაყიდის, ეს წმინდა კომერციული მოლაპარაკებების საგანია", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
შეგახსენებთ, "ქრონიკა" დღევანდელ ნომერში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი რუსული ბანკი კი არ გაყიდა, "თელასში" გადაცვალა და შემოდგომიდან თბილისში დენის ფასი 6 თეთრი იქნება, სოციალურად დაუცველთათვის კი -4 თეთრი". როგორც ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ბიძნა ივანიშვილის კერძო ბიზნესის საქმე, შესაბამისად ამაზე ლაპარაკის უფლებამოსილება მას არ აქვს.