ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე პროგნოზირებს, რომ ვლადიმერ პუტინის დაბრუნების გამო, რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვილნიუსისა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე დაძაბულობა გაიზრდება, განსაკუთრებით, ეს, პრეზიდენტის თქმით, ეროვნული უმცირესობების საკითხს შეეხება.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვლადიმერ პუტინი დაბუნდა, მიმაჩნია, რომ ადგილი ექნება მდგომარეობის ესკალაციას ნაციონალურ საკითხებში. მე მზარდი დაძაბულობის პროგნოზს ვაკეთებ, თუნდაც არასაჯარო, მაგრამ რეალური დაძაბულობის რუსეთსა და ლიტვას შორის, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობების საკითხებში", _ განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ ჩიკაგოში ნატოს სამიტის ფარგლებში ლიტვის დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომელიც ლიტვური ფესვების ადა კულტურის შენარჩუნებას ეხებიდა რუსეთის კალინინგრადის ოლქში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "იქ ყველაფერი რიგზე არ არის და არის დიდი წინააღმდეგობა კალინინგრადის ადმინისტრაციისა და მოსკოვის მხრიდან".
"ჩვენი მონაცემებით, ერთ ერთ მიზანთაგანი იქნება მცდელობები მომავალშიც დაუდასტურონ მსოფლიოს რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ნაციონალისტური, დაუმორჩილებელი, რომლებსაც არ უყვართ რუსები და ცდილობენ ავნონ რუსეთს", _ განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.