ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის შემდეგ, „ჯი-ეიჩ-ენმა" კომენტარი ს/კ „ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ჩამოართვა:
„რეალურად გაურკვევლობაში ვართ, თუმცა, ნამდვილად ვიცი, რომ ღირსეული 2-გზის ჩემპიონები ვართ. არ ვუყურებ დებულებას, ჩვენი გადასახედიდან, გუნდმა ეს ტიტული შეინარჩუნა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზესტაფონს ძალიან ღირსეული კლუბი ჰყავს და ყოველთვის ასე დარჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფედერაციაში, პირადად ჩემთვის მეორეხასიხოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონი გუნდი გვყავს".