დღეს, 22 იანვარს, ცხინვალს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ეწვევიან.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს პიერ მორელს, ბულატ ნურგალიევსა და მარკო ბიენჩინის ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი მიიღებს.
ბორის ჩოჩიევის განცხადებით, დელეგაცია ცხინვალში ჟენევი დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით ჩადის.
დელეგაციის გადაადგილებას ვლადიკავკაზში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის დევნილების საქმეთა სამმართველო უზრუნველყოფს.