შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გრემის სათემო სახლის ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში განუცხადეს, ეჭვმიტანილი ამავე ორგანიზაციის თანამშრომელია.
ყვარლის რაიონის სოფელ გრემში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო სახლი 1 იანვარს ღამით გაქურდეს. ბოროტმოქმედმა სეიფი გატეხა და 27 ათასი ლარი წაიღო.