"აზერბაჯანს და საქართველოს საერთო პრობლემები აქვს - ჩვენი მიწები ოკუპირებულია", - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ვაფა გულუზადე. მისი აზრით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას განცხადებების წინააღმდეგ 20 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია "ორგანიზებულია გარე ძალების მიერ, რომლებიც მიმართულია ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობის გამწვავებაზე".
"ჩვენ ვართ მოკავშირეები, პარტნიორები, ურთიერთშემავსებელი ქვეყნები და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი რეგიონის მომავალი - გაერთიანებული ევროპაა, სადაც საზღვრებს მნიშვნელობა არ ექნება. თუკი ქართველებს უნდათ თავიანთი რელიგიური ღონისძიებების ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარება, ვეტყვით: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". თუკი ჩვენ გვინდა რაიმე ღონისძიების ჩატარება ქართულ ტერიტორიაზე, უნდა აგრეთვე თქვან: "კეთილი იყოს", განაცხადა გულუზადემ და დასძინა, რომ ყველა ტერიტორიული საკითხი თავის დროზე გადაწყდება.
"არ გირჩევთ ისეთი საკითხების წამოყენებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს გაამწვავებს, ხოლო ჩვენს მტრებს გულს გაუხარებს", - განაცხადა გულუზადემ.
მისი სიტყვებით, აღნიშნული საკითხის გადაწვეტა შეუძლიათ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს.
"აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზინდენტებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. მათ შეუძლიათ გაისაუბრონ და შეთანხმდენ, რომ ახლა არც დროა და არც ადგილი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის რაიმე ტერიტორიული საკითხები გადაწყდეს", - განაცხადა მან.