ცნობილ ქართველ ბანს, პაატა ბურჭულაძეს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვებენ.
ამის შესახებ თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდ "იავნანას" ეგიდით გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა.
ილია II-მ პაატა ბურჭულაძეს 55 წლის იუბილე მიულოცა და გაწეული ქველმოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.
პატრიარქი ქართველ ბანს ამ ჯილდოს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასცემს.