დღეს, 18 მაისს 10:30 საათზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის გუბერნატორი დავით გაგოშიძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ბარეულის მექანიზაციის სერვისცენტრს გახსნიან, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "მექანიზაციის პროექტის" მიერ არის დაფინანსებული.
სამანქანო მომსახურების ცენტრის დამფუძნებელმა ი/მ ავთანდილ მიქიაშვილმა USAID-ისგან გრანტის სახით 82 800 აშშ დოლარი მიიღო და ახალი ცენტრის ასაშენებლად და აღსაჭურვად საკუთარი სახსრების ინვესტირება მოახდინა. სამანქანო მომსახურების ცენტრი აღჭურვილია: 6 ტრაქტორით და 11 სამანქანო იარაღით. შედეგად ადგილობრივი მცირე ფერმერები მიიღებენ მაღალტექნოლოგიურ ფასიან მომსახურებას (თესვა, ხვნა, კულტივაცია და ა.შ.). ამ პროექტის მეშვეობით: 10 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სარგებელს მიიღებს 400 ფერმერი და დამუშავდება 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული.
"მექანიზაციის პორექტი" 38-თვიანი, 5.1 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის პროგრამაა. ეს თანხა იმ დაპირებული 1 მილიარდი დოლარის ნაწილია, რომელიც ამერიკის მთავრობამ ომის შემდგომ პერიოდში გამოუყო საქართველოს დახმარების მიზნით. პროექტი დააფინანსებს კერძო მფლობელობაში არსებულ 21 სამანქანო მომსახურების ცენტრის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის განხორციელების შედეგად, სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარები უფრო ხელმისაწვდომი გახდება მცირე ფერმერებისთვის. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 225 სამუშაო ადგილი შეიქმნება. მომსახურება გაეწევა 14 ათას მცირე ფერმერს, რომელთა შემოსავალი 10 მლნ აშშ დოლარით გაიზრდება.