"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დარჩენილ აქტივებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"ნაწილი გავყიდე. დარჩენილია ნაწილი და, ალბათ, მაისის ბოლომდე ყველაფრის რეალიზებას გავაკეთებთ. მემგონი, გასაყიდი აგრარული სექტორი დაგვრჩა, რაზედაც ჯერ კონკრეტული კონტრაქტი არ ჩანს, დანარჩენი თითქმის ყველაფერი მოგვარებულია", _ განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
ივანიშვილს აქციის მფლობელების ვინაობა არ ახსოვს. "სხვათა შორის არ მახსოვს კარგად მესაკუთრეები", - აცხადებს იგი.