დღეს, 22 იანვარს, თბილისის საკრებულო "ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის'' ფარგლებში პროექტების დაფინანსების საკითხს განიხილავს. სხდომაზე პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობებსაც განიხილავენ.
თბილისის მერიის ინიციატივით, დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც ძველი და ახალი თბილისის შემოერთებული ტერიტორიების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, ტურიზმისა და წარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს. ასევე ისეთები, რომლითაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია თბილისელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
პროექტების დასაფინანსებლად კერძო პირსა და ბანკს შორის გარანტი დედაქალაქის მერია იქნება. პარტნიორ ბანკს შესაძლებლობა ექნება, სესხი წლიური 10%-იანი განაკვეთით გასცეს. სესხის გაცემის პერიოდი მაქსიმუმ 60 თვეა.