დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია ხობში, სოფელი პირველი მაისის მცხოვრებლებს შეხვდა და კოალიციის განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და დასაქმების პროგრამები გააცნო. ირაკლი ალასანიამ დეტალურად ისაუბრა "ქართული ოცნების" სოფლის მეურნეობის პროგრამაზე და შეთავაზებებზე.
„ვილაპარაკეთ თუ რა ცვლილებებს მოიტანს „ქართული ოცნების" სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განხორციელება ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ჩვენი სოფლის მეურნეობის სტრატეგია, პირველივე წელს დაახლოებით 120 000 ახალ დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის" , - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.