ირაკლი ალასანია ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კოალიციის ლიდერმა მათ „ქართული ოცნების" განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და დასაქმების პროგრამები გააცნო. ირაკლი ალასანიამ ვრცლად ისაუბრა მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე და გამარჯვების შემდეგ ახალი ხელისუფლების გეგმებზე.
„ზუგდიდში ტოტალური უმუშევრობაა, საზოგადოებას სურს ალტერნატიული აზრის მოსმენა დასაქმების პრობლემის გადაჭრის გზებზე, მე ავუხსენი მათ, რას ნიშნავს „ქართული ოცნება" და როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ. ეს გამარჯვება არ იქნება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება, რადგანაც ახალი ხელისუფლება იქნება ხალხის ხელისუფლება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მესხიას ქუჩის მცხოვრებლებთან.