"Press Association"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლივ მარშალმა, რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია არ შეიძლება იყოს მხარე.
"იმისათვის, რომ მედია ჩამოყალიბდეს მეოთხე ხელისუფლებად, პირველ ყოვლისა, აუცილებელია ობიექტური ინფორმაცია. დემოკრატიული საზოგადოებაში მედია არ შეიძლება იყოს მხარე, მეტიც: დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალებებას ხელს ვერ შეუწყობს ტენდენციური მედია. რაც უფრო დისტანცირებული იქნება მედია ხელისუფლებისგან და პოლიტიკური ძალებისგან, მით უფრო მეტ პატივისცემასა და გავლენას მოიპოვეს საზოგადოებაშიც და საბოლოდ ეს იქნება ყველაზე პოზიტიური საქმე, რომელსაც მედია საკუთარი ქყვენისთვის გააკეთებს", - განაცხადა მარშალმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) გენერალურმა მდივანმა ერიკ ნულენმა და დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "Press Association"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლივ მარშალმა ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენში" გამართეს შეხვედრები.
ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსი - EANA თავის რიგებში აერთიანებს ევროპის ქვეყნების ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოებს. მათ შორის: AFP, Press Association, LUSA, EFE, ANSA, BTA, SDA, BELGA, ANP, DPA, RITSAU, APA, ITAR-TAAS, UKRINFORM, PAP და ა.შ..