"საქართველოს პრეზიდენტის სურვილია ეს თარიღები ღირსეულად იქნეს აღნიშნული და სათანადო პატივი მიეგოს მისი უწმინდესობის როგორც იუბილეს, ასევე მისი აღსაყდრების თარიღს", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ ამისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია შეიქმნება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისი უწმინდესობის ილია მეორის დაბადებიდან 80 წელი და აღსაყდრებიდან 35 წელი სრულდება ამ საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, კომისიის მუშაობაშიU საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.
"ამ კომისიაში ჩართულები არიან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები და ჩართულია ასევე საზოგადოების ნაწილიც, რომლებიც ამ კომისიაში ერთობლივად იმუშავებენ", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.