საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეჯოში. გუშინდელმა სეტყვამ რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა ვენახები, ნათესები და ხეხილი გაანადგურა.
წყალმა შენობის პირველი სართულები და სარდაფები დატბორა, სადაც მოსახლეობა პროდუქტს ინახავდა.
ადგილზე მაშველების ოთხი ბრიგადა ერთდროულად მუშაობს, რათა ზარალის რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრა მოხერხდეს.
იყუმბება წყალი, იწმინდება გზები, დაწყებულია ზარალის დათვლა.