„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ოფისს დღეს დემოკრატიული ჩართულობის კომიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მეთიუ ნოლანს და ბრაიან ლის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დვალმა უმასპინძლა. შეხვედრაზე , რეგიონალური პრობლემებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და მედიის როლზე ისაუბრეს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ. მათი განცხადებით მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან ქუთაისში გაიხსნება დემოკრატიული ჩართულობის კომიტეტის მუდმივი წარმომადგენლობა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლებს „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან".
„კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეხვდერით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა ჩევნს ქალაქში გასნაკუთრებით წინასარჩევნო პერიოდის განმავლობაში.ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან რათა ერთობლივად მოვახერხოდ საზოაგდოების მეტი ინფორმირებულობა და ჩართულობა დემორკატიულ პროცესებში" განაცხადა ქუთაისის ორგანიზაციიის თავმჯდოამრებ დავით დვალმა