"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, ინგა გრიგოლიამ და გიორგი ახვლედიანმა, ფოთში დევნილთა დასახლებაში მოსახლეოაბსთან შეხვედრა გამართეს. მათ მოისმინეს დევნილთა პრობლემები და მოსახლეოაბას, საქართველოს პარლამენტში დევნილთა პრობლემების კუთხით, „ქრისტიან-დემორკატების" აქტივობების მცირე ანგარიშიც ჩააბარეს. მოძრაობის ლიდერების განცხადებით ადგილობრივების პრობლემები ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: პირველი და უმნიშვნელოვანეს პრობლემურ საკითხს საყოფაცხოვრებო პირობები წამროადგენს , კერძოდ: საცხოვრებელი სახლებში გათბობის სისტემის არ ქონა და წყლის საფასურის საკმაოდ მაღალი გადასახადი, რომელიც 80 თეთრამდე ადის.და მეორე ტოტალური უმუშევრობა და ასევე დაუკანონებელი საცხოვრბელი ფართები.
„ქრისტიან-დემოკრატებმა" დევნილებთან საუბარში გაიხსენეს, აღნიშნული დასახლების გახსნის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და ქვეყნის მთავრობამ თითოეულ ოჯახის მინიმუმ თითო წევრს სტაბილური სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას დაპირდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოძრაობის ლიდერებმა შეხვედრისას მინი გამოკითხვაც ჩაატარეს სადაც 300-ზე მეტი ადამიანიდან არცერთს არ ჰქონდა სტაბილური სამუშაო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაპირება დარჩა მხოლოდ სიტყვად, ამიტომ „ქრისტიან-დემოკრატები"ხელისუფლებას მოუწოდებენ შეასრულონ მათ მიერ მოსახლეობის მიმართ მიცემული პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დევნილთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მოძრაობის ლიდერები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებენ იმსათვის, რომ მათი პრობლემები უახლოეს მომავალში იქნეს მოგავრებული.
„დევნილთა ოჯახების უმეტესობა არანაირ დამატებით შემწეობას სახემწიფოსგან არ მოითხოვს, იმ შემთხვევაში თუ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შრომით გაიუმჯობესონ საკუთარი საყოფაცხოვრებო გარემო. ამ კუთხით ბერვი პრობლემაა ამ დასახლების მოსახლეოაბში. მათ არ აქვთ სამუშაო. ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ მთავრობას პირველ რიგში ხაზს სწორედ იმას ვუსვამთ, რომ უნდა არსებობდეს ერთიანი სტრატეგია ამ პრობლემის მოსაგავრებლად"-განაცხადა გიორგი თარაგამაძემ
„ქრისტიან-დემორკატების" ლიდერები აგრძელებენ მოსახლეოაბსთან შეხვედრას სამეგრელოს რეგიონში, ორშაბათს კი შეხვედრები, აჭარაში კერძოდ ბათუმსა და ქობულეთში გაიამრთება.