თიანეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თიანეთის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს პროექტებს: გზის მოასვალტების კუთხით, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მაღალსართულიანი სახლების გადახურვა, გარე ფასადების შეკეთება (დაბა სიონში).
მისივე თქმით, ასევე ხორციელდება პროექტი ყველა სოფელში წყალი, გზები და ა.შ.", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თიანეთის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა.
წყლის სისტემის რეაბილიტაციას კომპანია "საქართველოს წყალი" ახორციელებს. ასევე, იგეგმება გარე განათების დამონტაჟება დაბა თიანეთში და დაბა სიონში შიდა გზების გაკეთება.
სარეაბილიტაციო პროექტის გზის მოასვალტების კუთხით, სახელმწიფომ 1 მილიონი ლარი გამოყო, ხოლო თიანეთის რაიონის რეაბილიტაციისთვის მილიონ ექვსასი ათასი ლარია გამოყოფილი_განაცხადა გიორგი აბაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თიანეთის რაიონში მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.