რუსული კომპანია "როსნეფტი" სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის მოსაპოვებლად საძიებო სამუშაოების დაწებას გეგმავს.
ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სეგეი ბაღაფშმა ახალგაზრდული საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობის "მოლოდაია აბხაზიას" წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
საძიებო სამუშაოები ნაპირიდან 11-12 კილომეტრის დაშორებით, დაახლოებით 900 მეტრის სიღრმეზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტებმა "როსნეფტთან" ხელშეკრულება 2009 წლის 24 დეკემბერს გააფორმეს.
რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობა.
საერთო ჯამში "როსნეფტი" აფხაზეთში 15 მილიარდი რუბლის ინვესტიციას დააბანდებს.