გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში მარკო ბიანჩინი სოხუმში აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდა.
შეხვედრაზე კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და ჟენევაში 28 იანვარს დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი განიხილებოდა.
სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზური მხარე ჟენევის შეხვედრებში მონაწილეობას აქტიურად გააგრძელებს.
შამბამ კომენტარი გააკეტა ასევე ავტობუსის რეისზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასა და ზუგდიდის რაიონს შორის. შამბას განცხადებით რეისის დანიშვნის შესაძლებლობა ამ ეტაპზე საერთოდ გამორიცხულია. ამის მიზეზად შამბამ ე.წ საზღვრის ჩაკეტვა და რეგიონში შექმნილი ვითარება დაასახელა.