ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას შეინარჩუნებ, - ამის შესახებ ჟურნალ "ტაბულასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დევნილმა რუსმა ოლიგარქმა, ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, თუმცა დიდი ხანი არ მქონია მასთან ურთიერთობა. თუ საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად განვიხილავთ რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გაგრძელებას, იმას, რომ ქვეყანა ზეწოლას არ დაემორჩილოს, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას შეინარჩუნებს", - აცხადებს ოლიგარქი "ტაბულასთან" ინტერვიუში.