აფხაზეთის აკვატორიაში ქაფშიის რეწვა იწყება. შავ ზღვაში თევზჭერას ადგილობრივებთან ერთად რუსული თევზმჭერი კომპანიებიც ახორციელებენ.
17 იანვრის მდგომარეობით, სეპარატისტული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თევზმჭერ კომპანიებთან 5,5 ტონა ქაფშიის დამზადებაზე მოლაპარაკება უკვე დაასრულა. აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერას მთლიანად რუსული კომპანიები "როსტრანსი", "ატლანტი" "მორპესი". "ფიშკო" ახორციელებენ, ხოლო ოჩამჩირის ყურეში მხოლოდ ადგილობრივი კომპანიები "ხამსა" და "სოხუმის თევზკომბინატი".
გასული 2 კვირის განმავლობაში, "როსტრანსმა" უკვე შეძლო 240 ტონა თევზის დამზადება.
რამდენიმე წლის განმავლობაში აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერით რუსულ კომპანიებთან ერთად თურქული კომპანიებიც იყვნენ დაკავებულნი. თუმცა ბოლო პერიოდში თურქულ კომპანიებს სეპარეტისტული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შესაბამისი ნებართვისთვის არ მიუმართავს. იხტიოლოგების ინფორმაციით, რაც უფრო მეტად ცივდება შავი ზღვის ზედაპირი მით უფრო მეტი თევზი გროვდება აფხაზეთის სანაპიროებთან. ამჟამად აფზაზეთის აკვატოროაში ნებადართულია მხოლოდ ტრადიცული ბადით თევზჭერა. არსებული ინფორმაციით, სეპარეტისტული აფხაზეთი 3 ათასი ტონა თევზის ექსპორტს გეგმავს.