რევოლუციიდან 8 წლის შემდეგ აჭარა ყველაზე რადიკალურად არის შეცვლილი და ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გორში განაცხადა .
"ბათუმი გახდა რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი, რომელიც ისეთივე კომფორტულად არის საცხოვრებელი, როგორიც თბილისი. თუმცა, ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის ამოცანაა, რომ საქართველოს ყველა ქალაქი და დასახლებული პუნქტი იყოს ისეთივე კომფორტული, როგორც თბილისი და ბათუმი",- აღნიშნა მინისტრმა.
აჭარა დღეს აჭარის რევოლუციის 8 წლისთავს აღნიშნავს. ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე, ხალხმრავალი საპროტესტო აქციების შემდეგ, 2004 წლის 6 მაისს თანამდებობიდან გადადგა. იმავე დღეს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვთან ერთად, მან საქართველო დატოვა და რუსეთში გაემგზავრა.