,,ქართული ოცნება" აცხადებს, რომ NDI-ის სხვადასხვა აქტივობებს მხარს უჭერს", _ განცხადა ჟურნალისტებთან NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ, რომელიც ზუგდიდის კულტურის სახლში კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას გამოსვლას დაესწრო.
მისივე თქმით, არსებობს საკითხები რომელზეც შეთანხმება შესაძლოა შედგეს ან შეთანხმება ვერ მოხერხდეს.
,,რაც შეეხება რეიტინგებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც არ გამოგვდის თანამშრომლობა და ასევე არის საკითხები, რომელზეც ვითანამშრომლებთ", _ განაცხადა ნავარომ ზუგდიდში ყოფნისას.