რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი მოსწავლეები და მათი მშობლები გათავისუფლებულნი არიან. ოკუპანტებბმა ისინი ცოტა ხნის წინ გამოუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა მოსწავლეები დღეს დილით დააკავეს. მათი აყვანა საოკუპაციო ზოლთან მაშინ მოხდა, როცა ისინი სოფელ წყოუშის ქართულ საჯარო სკოლაში გადმოსვლას ცდილობდნენ.
რუსმა ჯარისკაცებმა მოსწავლეებს მობილური ტელეფონები და ქართული პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. მოგვიანებით მათი მშობლებიც დაიბარეს და ისინიც დააპატიმრეს. დაკავებულები ამ დრომდე რუსულ საგუშაგოზე იმყოფებოდნენ.