აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, თურქეთის ქალაქ იზმირის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ერქემ დემირბაში მიიღო. შეხვედრაზე ორი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლევან ვარშალომიძემ სტუმარს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მხარეები თანამშრომლობის სფეროების გაფართოებაზედაც შეთანხმდნენ.
იზმირის ბიზნესმენთა 90-კაციანი დელეგაცია სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ერქემ დემირბაშის ხელმძღვანელობით, ბათუმს გუშინ ეწვია. ისინი მონაწილეობენ ქართულ-თურქულ ბიზნესფორუმში, რომლის მიზანია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესპარტნიორობის გაძლიერება.
შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და აჭარაში თურქეთის გენერალური კონსული ესწრებოდნენ.