ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ თუ სურთ, გაიგონ, ვინ არის ოპოზიციის ლიდერი, გამოკითხვა უნდა აწარმოონ ოპოზიციის მხარდამჭერ ამომრჩეველზე", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, IRI -ის მიერ გამოკითხულ რესპოდენტებში უმრავლესობა ნაცმოძრაობის მხარდამჭერია. ექსპერტის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლების მხარდამჭერი იყო.
"გამოკითხული ადამიანები უმეტესწილად არაა ოპოზიციური ამომრჩეველი", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, IRI -ის კვლევის თანახმად, ოპოზიციური ლიდერებიდან გიორგი თარგამაძეს 28%-იანი რეიტინგი აქვს, ბიძინა ივანიშვილს კი 21%.