ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევის მაცხოვრებლების მიმართ რუს მესაზღვრეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს.
"ამგვარი ხასიათის განცხადებები ჩვენ ადრეც გვესმოდა ახალორთან მიმართებაში",_ ნათქვამია განცხადებაში.