ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსს გადიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"აღნიშნული კურების ორგანიზება სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ორგანიზებით მოხდა. სულ დიპლომარიურ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსს სამხრეთ ოსეთის სხვა და სხვა სამინიტროების რამდენიმე ჯგუფი გაივლის",_ იუწყება ოსური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები